მუნდიალი 2022 | მეათე სათამაშო დღე
სრულიად მსოფლიოს ყურადღება კატარისკენაა მიმართული. მომდევნო 1 თვის განმავლობაში, კატარი დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი იქნება და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს.
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაში ჯერ კიდევ არ გადასულა, თუმცა, გულშემატკივრები რამდენიმე სენსაციის მომსწრე უკვე გახდნენ.
- მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მესამე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეოთხე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეხუთე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეექვსე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეშვიდე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მერვე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეცხრე სათამაშო დღე
არგენტინისა და გერმანიის მარცხი ნამდვილად სენსაციის ტოლფასია, მაგრამ უელსის მარცხი ირანთან არნაკლებ მოულოდნელი აღმოჩნდა. მუნდიალის მასპინძელმა კატარმა კი პლეი-ოფში ასპარეზობის შანსი, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაკარგა.
მსოფლიო ჩემპიონატის მეცხრე სათამაშო დღეს კამერუნისა და სერბეთის (3:3) და სამხრეთ კორეისა და განის (2:3) უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩები ვიხილეთ. ბრაზილიამ შვეიცარია მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა, ხოლო პორტუგალიამ ურუგვაის 2 უპასუხო გოლი გაუტანა.
28.11.2022 – 19:00 ეკვადორი Vs. სენეგალი
28.11.2022 – 19:00 ნიდერლანდები Vs. კატარი
28.11.2022 – 23:00 ირანი Vs. აშშ
28.11.2022 – 23:00 უელსი Vs. ინგლისი
შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე მატჩთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.
ეკვადორი Vs. სენეგალი
ეკვადორის სასტარო შემადგენლობა: გალინდესი, ესტუპინიანი, ინკაპიე, ტორესი, პრესიადო, კაისედო, გრუესო, ვალენსია, პლატა, ვალენსია.
სენეგალის სასტარტო შემადგენლობა: მენდი, კულიბალი, დიალო, ჯეიკობსი, საბალი, პ. გეიე, გ. გეიე, სისი, სარი, ნდიაიე, დია
1:0 ისმაილა სარი
1:1 მოისეს კაისედო
1:2 კალიდუ კულიბალი
მატჩის მიმოხილვა:
ნიდერლანდები Vs. კატარი
ნიდერლანდების სასტარტო შემადგენლობა: ნოპერტი,ბლინდი, აკე, ვან დაიკი, ტიმბერი, დუმფრისი, დე იონგი, დე როონი, კლაასენი, გაკპო, მემფისი
კატარის სასტარტო შემადგენლობა: მეშალ ბარშამი, პედრო, აბდელქარიმი, ისმაელი, ჰასან ალ ჰაიდოსი, აფიფი, აბდულაზიზი, ომამი, ასსიმი, ხუხი, ალმოეზ ალი.
1:0 კოდი გაკპო
2:0 დე იონგი
მატჩის მიმოხილვა:
უელსი Vs. ინგლისი
უელსის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:
ვარდი - დევისი, როდონი, მეფამი, უილიამსი, ამპადუ, ალენი, რემსი, ჯეიმსი, ბეილი, მური.
ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:
პიკფორდი – შო, რაისი, სტოუნსი, მაგუაიერი, უოკერი, ჰენდერსონი, ბელინგემი, ფოდენი, რაშფორდი, კეინი.
ირანი Vs. ამერიკა
ირანის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:
ბეირავანდი - რეზაეიანი, ჰოსეინი, მოჰამადი, პურალიგანჯი, ეზატოლაჰი, ნუროლახი, ჰაჯსაფი, გოლიზადე, თარემი, აზმუნი.
აშშ-ს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:
ტერნერი – ადამსი, დესტი, კარტერ-ვიკერსი, რიმი, რობინსონი, მაკკენი, მუსა, პულიშიჩი, სარჯენტი, ვეა.
0:1 კრისტიან პულიშიჩი