მუნდიალი 2022 | მე-16 სათამაშო დღე
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა. 2 დეკემბერს ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გასული ყველა ნაკრები გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.
3 დეკემბერს, გულშემატკივარმა ორი 1/8-ფინალური დაპირისპირება იხილა – ნიდერლანდებმა აშშ 3:1 დაამარცხა და 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა, ხოლო არგენტინამ, ასევე სანახაობრივ მატჩში ავსტრალია 2:1 დაამარცხა.
ამ დროისათვის კატარი დედამიწის ყველაზე “ცხელი წერტილია” და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს.
- მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მესამე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეოთხე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეხუთე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეექვსე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეშვიდე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მერვე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეცხრე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეათე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-11 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-12 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-13 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-14 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-15 სათამაშო დღე
4 დეკემბერს, კიდევ ორი 1/8-ფინალური მატჩი გაიმართა. მუნდიალზე წარმატებული ასპარეზობა საფრანგეთმა და ინგლისმა განაგრძეს. საფრანგეთმა პოლონეთი 3:1 დაამარცხა, ხოლო ინგლისმა სენეგალი 3:0 დაამარცხა.
5 დეკემბერს, საინტერესო 1/8-ფინალური დაპირისპირებები გველის.
05.12.2022 – 19:00 იაპონია Vs. ხორვატია
05.12.2022 – 23:00 ბრაზილია Vs. სამხრეთ კორეა
შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე მატჩთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.
იაპონია Vs. ხორვატია
ბრაზილია Vs. სამხრეთ კორეა
ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა: ალისონი - დანილო, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ედერ მილიტაო, კაზემირო, ლუკაშ პაკეტა, ნეიმარი, რიშარლისონი, რაფინია, ვინიციუსი.
2:0 ნეიმარი
3:0 რიშარლისონი
4:0 ლუკაშ პაკეტა
4:1 პაიკ სანგ-ჰო