Belive

ოფიციალურად: რონალდუმ სამედიცინო შემოწმება გაიარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუ ,,ალ ნასრს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

3 იანვარს პორტუგალიელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც იგი კლუბს ოფიციალურად შეუერთდა. სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, პორტუგალიელმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე "სთორი" განათავსა.


1212112121212121212

არაბული კლუბის ახალწვეულმა ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარიც გააკეთა: "ჩემი თავის ახალ ლიგასა და სხვა ქვეყანაში გამოცდას მოუთმენლად ველი.

"ალ ნასრის" ხედვა ძალიან შთამაგონებელია. მოხარული ვარ, რომ ვუერთდები ჩემს პარტნიორებს, რათა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო”, – განაცხადა რონალდუმ.

სხვა სტატიები