Belive

მუნდიალი 2022 | ლუკა მოდრიჩი: "ხორვატიას ისეთივე დნმ აქვს, როგორიც მადრიდის რეალს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ, რომელშიც ხორვატიის ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდება, ევროპული ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და თავისი ეროვნული გუნდი მადრიდის "რეალს" შეადარა.

"შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ხორვატიის ნაკრებს, გვაქვს ისეთივე დნმ, როგორიც მადრიდის "რეალს", რადგან ჩვენ ყოველთვის ბოლომდე მივდივართ და არასდროს ვნებდებით​​.

რა თქმა უნდა, ლიონელ მესი დიდი ფეხბურთელია, ის არგენტინის საუკეთესო მოთამაშეა და მისი შეჩერება საკმაოდ გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და ყველაფერს გავცემთ ამ მატჩში წარმატების მისაღწევად. მინდა კიდევ ერთი ნახევარფინალი ვითამაშო არა მხოლოდ ერთი ფეხბურთელის, არამედ, დიდი გუნდის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, ეს საკმარისი იქნება ფინალში გასასვლელად.

ყველა დიდ ნაკრებებს აკვირდება, ჩვენ კი რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ფავორიტებს შორის არავინ განგვიხილავს. თუმცა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ - სხვები ფავორიტები არიან, ჩვენ კი ჩრდილში ვართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ.

რა თქმა უნდა, გვსურს ეს მატჩი ძირითად დროში დავასრულოთ და პენალტების სერიაზე არ გადავერთოთ. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ", - თქვა ლუკა მოდრიჩმა.

კატარში მიმდინარე მუნდიალზე, არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის მატჩი ლუსაილში, ლუსაილის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები