Belive

მუნდიალი 2022 | კამერუნი - ბრაზილიას მატჩის შემდეგ სამუელ ეტო'ო ჟურნალისტს თავს დაესხა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა G ჯგუფის წარმომადგენელ გუნდებს, კამერუნისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის გაიმართა, რომელშიც აფრიკულმა ნაკრებმა სამხრეთამერიკულს - 1:0, 92-ე წუთზე, ვინსენტ აბუბაქარის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის მეშვეობით აჯობა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარული კამერუნელი ფეხბურთელი და ამჟამად ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სამუელ ეტო'ო ჟურნალისტს დაუპირისპირდა.

https://www.belive.ge/up/mp4/%F0%9F%94%B4%20SAMUEL%20ETO'O%20APR%C3%88S%20LE%20MATCH%20ENTRE%20LE%20BR%C3%89SIL%20ET%20LA%20COR%C3%89E%20DU%20SUD%20A%20FRAPP%C3%89%20UN%20HOMME%20AVEC%20UNE%20CAM%C3%89RA%E2%9D%97%EF%B8%8F.mp4

ლუსაილის სტადიონის გამოსასვლელთან ჟურნალისტი 41 წლის კამერუნელისთვის შეკითხვის დასმას ცდილობდა, რამაც სამუელ ეტო'ო გააღიზიანა და მას ფიზიკურად დაუპირისპირდა.

კამერუნის ნაკრებმა G ჯგუფში, ბრაზილიის ნაკრების დამარცხებით (1:0) და სერბეთის ნაკრებთან (1:1) ფრის მეშვეობით 4 ქულა დააგროვა და მესამე პოზიცია დაიკავა.

სხვა სტატიები