Belive

მუნდიალი 2022 | ჯო ბაიდენი აშშ-ს ნაკრებს მიმართავს: "გააოცეთ მთელი მსოფლიო"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩის წინ, ამერიკის ნაკრების სამწვრთნელო სტაფსა და ფეხბურთელებს მიმართა.

"ბიჭებო, მე ვიცი, რომ თქვენს ძალებს სათანადოდ ვერ აფასებენ და აუტსაიდერებად მიაჩნიხართ, მაგრამ მე მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებით კი მთავარ მწვრთნელს, იცოდე, რომ მსოფლიოს რამდენიმე საუკეთესო ფეხბურთელი გყავს და თქვენ წარმოადგენთ ამ ქვეყანას და მე ვიცი, რომ მთელი გულით ითამაშებთ. ასე რომ მოდით, მთელი მსოფლიო შოკში ჩავაგდოთ!

გჯეროდეთ ერთმანეთის, ითამაშეთ რაც შეიძლება ძლიერად და იცოდეთ, რომ თქვენი ოჯახები, თანაგუნდელები და მთელი ქვეყანა გიჭერთ მხარს.

ვისურვებდი, რომ თქვენი თამაშის სანახავად ყატარში ვიყო. წინ ბიჭებო, უბრალოდ ჩადეთ გული. ვიცი, რომ შეგიძლიათ, მე ვიცი, რომ შეძლებთ ამის გაკეთებას", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას B ჯგუფის ეგიდით, უელსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები