Belive

მუნდიალი 2022 | ბრაზილიის ნაკრები მესამე ტურში სათადარიგო შემადგენლობით ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები მეორე ტურის შემდეგ ის ერთ-ერთი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

როგორც გაირკვა, მესამე ტურის შეხვედრაში, კამერუნის ნაკრების წინააღმდეგ, "სელესაოს" ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ მოედანზე სათადარიგოთა შემადგენლობით გასვლა გადაწყვიტა.

Globo Esporte-ის ინფორმაციით, აფრიკული ნაკრების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, რომლებმაც საწყის ორ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვეს.

სამხრეთამერიკული ნაკრების სავარაუდო სასტარტო თერთმეტეული ასეთია: ედერსონი - დანი ალვეში, მილიტაო, ბრემერი, ალექს ტელეში - ფაბინიო, ბრუნო გიმარაეში, ანტონი - როდრიგო, გაბრიელ ჟესუსი, მარტინელი.

ბრაზილიისა და კამერუნის ნაკრებების შეხვედრა ლუსაილის სტადიონზე 2 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები