Belive

მუნდიალი 2022 | არგენტინა - ხორვატიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/2-ფინალური ეტაპის შეხვედრაში, მუნდიალის 2-გზის გამარჯვებულმა არგენტინის ნაკრებმა ვიცე-ჩემპიონი ხორვატია - 3:0 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც 7.9 კოეფიცინტით შეფასება დაიმსახურა და შეხვედრის შემდეგ დაწესებული ტრადიციული, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო.

ოქროს ბურთის 7-გზის გამარჯვებულმა ეს პრიზი კარიერაში მეათედ მოიგო, რაც ერთპიროვნული რეკორდია, ხოლო არგენტინელ სუპერვარსკვლავთან ყველაზე ახლოს მისი მთავარი კონკურენტი კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო 7-ჯერ მოიპოვა.

ლეო მესი და არგენტინის ნაკრები საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა ლუსაილის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე, დაიწყება.

სხვა სტატიები