Belive

FIFA-მ მორიგი მსაჯი დასაჯა - მატეო ლაოსი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

FIFA-მ 2022 წლის მუნდიალიდან მორიგი მსაჯი, ამჯერად ესპანელი - მატეო ლაოსი დასაჯა.

ესპანელი მსაჯის დასჯის მიზეზად არგენტინა - ნიდერლანდების მატჩში დაშვებული შეცდომები სახელდება, რომელსაც შეეძლო მატჩის ბედი სხვაგვარად განევითარებინა.

მატეო ლაოსის მსაჯობით, უკმაყოფილო არგენტინისა და ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელები იყვნენ. ნიდერლანდელები ამტკიცებდნენ, რომ ესპანელ მსაჯს არაერთი მიზეზი ჰქონდა, რომ ლეო მესი და ლეანდრო პარედესი მოედნიდან გაეძევებინა.

ასევე მატჩის შემდეგ ლეო მესიმ განაცხადა, რომ მატეო ლაოსის მსაჯობა სამარაცხვინო იყო და იგი უნდა მოკვეთილიყო მსოფლიო ჩემპიონატიდან.

ასეც მოხდა, FIFA-მ მატეო ლაოსი მუნდიალიდან მოკვეთა და მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე 19 მსაჯით რჩება.

შეგახსენებთ, რომ მატეო ლაოსი მესამე მსაჯია, რომელიც 2022 წლის მუნდიალიდან მოკვეთეს. FIFA-მ ჯგუფური ეტაპის შემდეგ, გერმანელი - დანიელ ზიბერტი და ირანელი -  ალირეზა ფაინანი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნა.

სხვა სტატიები