Belive

მუნდიალი 2022 | ალისონი: "უმაღლესი ხარისხის გენიოსებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ" 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალური ეტაპის შეხვედრაში, სამხრეთ კორეის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების - 4:1 შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების მეკარემ, ალისონ ბეკერმა კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ფანტასტიკურად ვითამაშეთ ბურთიანად. გვქონდა კარგი მომენტები, შევქმენით რეალური შანსები და საბოლოო ჯამში, როცა პირველ ტაიმში 2 და 3 გოლით დაწინაურებას ახერხებ, ეს უზარმაზარ სხვაობას გაძლევს.

ასეთ დროს უნდა შეეცადოთ, რომ მეტოქის ნახევარზე, უფრო მაღლა ითამაშოთ, რითაც მეტოქის დაკეტილ სივრცეებს გაარღვევ და ჩვენც სწორედ ამიტომ გოლის გატანის კიდევ უფრო ბევრი შესაძლებლობა გვქონდა.

გუნდში ბევრი გენიოსი გვყავს - მართლაც გუნდში უმაღლესი ხარისხია, როგორც ძირითად შემადგენლობაში, ისე სათადარიგოთა სკამზე. სკამზე ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც შემოდიან მოედანზე და განსხვავებას ქმნიან. ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენი მეტოქეები ვინისუსის, რიშარლისონის და რაფინიას წინააღმდეგ თამაშობენ, 70-ე წუთის შემდეგ კი მოედანზე მარტინელი და ანტონი შემოდიან და ისინი ამბობენ: "ახლა რა უნდა გავაკეთოთ?", - თქვა ალისონმა.

ბრაზილიის ნაკრები 1/4-ფინალურ ეტაპზე ხორვატიის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 9 დეკემბერს, “განათლების ქალაქის” სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები