Belive

"მესისთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდი" - ჰარი კეინი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრებისა და "ბაიერნის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ მესისთან ერთად სიამოვნებით ითამაშებდა. ჰარი გერმანიაში გადასვლის შემდეგ, საოცარ ფორმაშია და არაჩვეულებრივ მატჩებს ატარებს. ESPN UK-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მესისთან ერთად უფრო მეტის გატანას შეძლებდა.

მესისთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდი. ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისაც ფეხბურთი უთამაშია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ასისტს გამიკეთებდა. - ამბობს ჰარი კეინი

როგორც ზემოთ ვახსენე, კეინი საოცარ ფორმაშია. ჰარიმ "რეკორდმაისტერის" რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და 21 გოლის გატანა შეძლო. ამასთან ერთად ინგლისელმა 7 საგოლე გადაცემაც მოაგროვა.

სხვა სტატიები