მუნდიალი 2022 | 22-ე სათამაშო დღე
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. 17 დეკემბერს, 19:00 საათზე, მესამე ადგილისათვის ბრძოლაში, ხორვატიისა და მაროკოს დაპირისპირებას ვიხილავთ.
- მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მესამე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეოთხე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეხუთე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეექვსე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეშვიდე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მერვე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეცხრე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეათე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-11 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-12 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-13 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-14 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-15 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-16 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-17 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-18 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-19 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-20 სათამაშო დღე
ხორვატიამ და მაროკომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად წარმოაჩინეს თავი და სრულიად დამსახურებულად იასპარეზეს 1/2-ფინალურ ეტაპზე, სადაც არგენტინასა და საფრანგეთთან დამარცხდნენ.
17.12.2022 - 19:00 ხორვატია Vs. მაროკო
ხორვატია Vs. მაროკო
ხორვატიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:
ლივაკოვიჩი - სტანიშიჩი, გვარდიოლი, შუტალო, მაიერი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი, პერისიჩი, ორშიჩი, ლივაია, კრამარიჩი.
Here is how #Croatia starts #FIFAWorldCup third place play-off against Morocco! 🥁 #CROMAR #Qatar2022 #Family #Vatreni❤️🔥 pic.twitter.com/ucb4jUSGQP
— HNS (@HNS_CFF) December 17, 2022
მაროკოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:
ბონო – ჰაკიმი, ელ-იამიქი, დარი, ამრაბატი, ატია-ალა, ელ ხანუსი, საბირი, ზიეში, ენ ნესირი, ბუფალი.
🚨تشكيلة المنتخب الوطني أمام منتخب كرواتيا
— Équipe du Maroc (@EnMaroc) December 17, 2022
𝗬𝗼𝘂𝗿 𝗦𝘁𝗮𝗿𝘁𝗶𝗻𝗴 𝗫𝗜 against Croatia 🇭🇷#DimaMaghrib 🇲🇦 #TeamMorocco #FIFAWorldCup @pumafootball pic.twitter.com/jCsewAJl04
1:0 - გვარდიოლი
1:1 - დარი
2:1 - ორშიჩი
- გვარდიოლი 20 წლისა და 328 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ხორვატი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. მცველმა ივიცა ოლიჩის რეკორდი გააუმჯობესა.
- პიტერ შილტონისა (1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი) და დინო ძოფის (1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი) შემდეგ, ლუკა მოდრიჩი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც 37+ ასაკში მუნდიალის ყველა მატჩში ითამაშა.
ზლატკო დალიჩი: ,,ეს არის ბრინჯაო ოქროს ბზინვარებით. ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ მედლები მთელი ხორვატიისთვის მოვიგეთ, ყველასთვის ვინც მხარს გვიჭერდა. ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მედალი მოვიპოვეთ.
მინდა, გამარჯვება ჩირო ბლაჟევიჩს (ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1994-2000 წლებში) მივუძღვნა, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო. ბოს, ეს შენთვისაა. ხუთი მედალიც რომ მოვიგო, ყველა მწვრთნელს შორის ყოველთვის მთავარი იქნები.
ჩვენგან ასეთ შედეგს ცოტა ადამიანი ელოდა. მუნდიალზე ბრინჯაოს მედალი შესანიშნავი მიღწევაა.''
ლუკა მოდრიჩი: ,,ოქროს მედალი გვინდოდა, რასთანაც ახლოს ვიყავით. შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი თამაშით და სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ.
სანაკრებო დონეზე წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბედნიერი ვარ. გუნდი საგრძნობლად გაიზარდა და ახლა ჩვენი მოგება სასწაულად აღარ ითვლება.
ნაკრების მომავალი ნათელია, ზოგიერთმა ფეხბურთელმა მუნდიალზე პირველად ითამაშა და მედალი მოიპოვა. მე ამისთვის 12 წელი დამჭირდა, ყველაფერი გავიარე. მათ უნდა დააფასონ ის, რასაც მიაღწიეს.
ერთა ლიგაზე ხორვატიის ნაკრებში თამაშს გავაგრძელებ. ამის შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.''
მატჩის მიმოხილვა: