Belive

მუნდიალი 2022 | 10 ყველაზე მაღალრეიტინგული ფეხბურთელი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

2022 წლის მუნდიალი არგენტინის საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, კარიერის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ლეო მესიმ ტრიუმფით დაასრულა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთი ახალი და საინტერესო ფეხბურთელია აღმოჩნდა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელებიდან კი არაერთმა საუკეთესო მუნდიალი ჩაატარეს, მაგალითად: ლიონელ მესიმ, ვოიცეხ შჩესნიმ, ბრუნო ფერნანდეშმა, ჯუდ ბელინგემმა და ა.შ.

გთავაზობთ 2022 წლის მუნდიალის 10 ყველაზე მაღალრეიტინგულ ფეხბურთელს.

  • კაზემირო (ბრაზილია) - 7.53 ქულა
  • კოდი გაკპო (ნიდერლანდები) - 7.53 ქულა
  • ჯუდ ბელინგემი (ინგლისი) - 7.58 ქულა
  • ჯამალ მუსიალა (გერმანია) - 7.64 ქულა
  • ბუკაიო საკა (ინგლისი) - 7.68 ქულა
  • ჟან შარლ კასტელატო (კამერუნი) - 7.71 ქულა
  • ვოიცეხ შჩესნი (პოლონეთი) - 7.88 ქულა
  • კილიან მბაპე (საფრანგეთი) - 8.00 ქულა
  • ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია) - 8.15
  • ლიონელ მესი (არგენტინა) - 8.25 ქულა

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტოპ 10-ეულში ვერცერთი მაროკოელი ან ხორვატი ვერ მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნახევარფინალური ეტაპი ითამაშეს, მესამე ადგილი კი ხორვატიის ნაკრებმა მოიპოვა.

ფერნანდეში არის მეორე ადამიანი, რომელმაც ათეულში მეორე ადგილი დაიკავა და მბაპეს გადაუსწრო. ბრუნო, 2022 წლის მუნდიალზე, პორტუგალიის ნაკრებში გამორჩეული იყო.

სხვა სტატიები