Belive

მაურიციო სარი: "გულით მინდა, რომ 1/8-ფინალში ბარსელონას შევხვდეთ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 13 დეკემბერს დასრულდა. წინ პლეი-ოფებია, რომლის წილისყრაც 18 დეკემბერს თბილისის დროით 15:00 საათზე შედგება, ხოლო პლეი-ოფები კი სტარტს 13-14 თებერვალს აიღებს.

"ლაციოს" 64 წლის მთავარმა მწვრთნელმა - მაურიციო სარიმ, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას საინტერესოდ უპასუხა.

"ვის ვისურვებდი პლეი-ოფში მეტოქედ?! შეიძლება უცნაურად ჟღერდეს მაგრამ ბარსელონას.

დიახ, ბარსელონას. ეს იმიტომ, რომ მთავარი მწვრთნელის რანგში ამ გრანდის წინააღმდეგ არასდროს არ მიმუშავია, ამიტომ სურვილი მაქვს, რომ ახლავე, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შევხვდე და დავამარცხო.

ეს მხოლოდ ჩემი სურვილია, თუმცა მინდა რომ ასე მოხდეს და ეს ყველაფერი რეალობაში მოვიყვანო. მგონია, რომ ამ ფორმის ბარსელონასთან თამაში ცოტა ფუფუნებაც კი არის, რადგან ისინი საკუთარ თავს არ ჰგვანან..." - მაურიციო სარი

შეგახსენებთ, რომ "ლაციომ" ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა. მათ 10 ქულა, ხოლო პირველ ადგილზე მყოფმა მადრიდის "ატლეტიკომ" 14 ქულა დააგროვა.

სხვა სტატიები