მუჯირი - საქართველოს ნაკრები შემოდგომაზე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
„ევროპაში ძალიან ცოტა გუნდია, რომელიც ჩვენსავით ხუთგუნდიან ჯგუფშია და ისვენებს. 99 პროცენტით გადაწყვეტილია სექტემბრის და ნოემბრის მეტოქეები. სავარაუდოდ, სექტემბერში ბულგარეთს შევხვდებით. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ნოემბერში ვის შევხდებით. მოლაპარაკება გვაქვს ბელარუსთან, ლიეტუვასთან და ყაზახეთთან. სავარაუდოდ, ყაზახეთთან თბილისში თამაში მოგვიწევს. თუმცა, ჯერ ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა“, – ამბობს მუჯირი.შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ნაკრებს ერთი ამხანაგური შეხვედრა უკვე დაუგეგმა – „ჯვაროსნები“ 2 ივნისს რუმინეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.