ახალგაზრდა თავდამსხმელი, დავით მუჯირი, ეროვნულ ლიგას ტოვებს და ლეგიონერის სტატუსს მოირგებს.
22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს ქობულეთის "შუქურაში" ირიცხებოდა, სლოვაკეთის ჩემპიონატში ითამაშებს. ის ფორტუნა ლიგის ბინადარ "ზლატე-მორავცეში" გადაბარგდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ზლატე-მორავცე" 2007 წელს სლოვაკეთის თასის გამარჯვებული გახდა, ბოლო წლებში კი საპრიზო ადგილებისთვის იბრძის. წინა სეზონში გუნდმა უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის საგზურისთვის გაამრთულ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და საერთაშორისო სარბიელამდე 1 ნაბიჯი დააკლდა.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც 35-ე საფეზბურთო სკოლის აღზრდილია, კარიერის განმავლობაში "საბურთალოსა" და "დინამო თბილისის" აკადემიებში, ასევე საჩხერის "ჩიხურაში" და "ვიტ ჯორჯიაში", უცხოეთში კი, თურქული "ადანასპორის" 19-წლამდელთა გუნდში, და რუმინული "შერიფის" მეორე შემადგენლობაში უთამაშია.