მუდრიკმა პრემიერ ლიგაში დარჩენა გადაწყვიტა - ლიდსი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ოფიციალურად დახურვამდე ერთი კვირა რჩება, რამდენიმე ფეხურთელის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მათ შორისაა უკრაინელი მიხაილო მუდრიკი, რომელსაც დიდხნიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ თამაშის შესაძლებლობა დართეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ლიდს იუნაიტედს“ მუდრიკის იჯარით აყვანა სურს. BBC-ის ცნობით, „ჩელსიმ“ უკვე უარყო „ლიდსის“ შეთავაზება უკრაინელი ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ცნობილია, ორივე კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირაში მოლაპარაკებებს კვლავ აგრძელებს.
🚨 | BREAKING : MYKHAILO MUDRYK 🇺🇦
— Krrish (@KrrishFT) August 23, 2026
Leeds United have made an official loan bid for Mykhailo Mudryk from Chelsea FC, with the player giving green-light! 🇺🇦🚨⚪️#LUFC
Leeds United have proposed a straight loan until the end of the season, with NO option to buy, 50/50 wage split… pic.twitter.com/rXAYRNVuHt
უკრაინელ ვინგერს კარიერის თავიდან აწყობა სურს მას შემდეგ, რაც „სტემფორდ ბრიჯზე“ ფაქტობრივად მიივიწყეს. მუდრიკს 2028 წლამდე ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მიღებული პრემიერ ლიგის ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის, თუმცა, ივლისში ეს ბრალდებები მოიხსნა და ფეხბურთელს, რომელშიც „ჩელსიმ“ დონეცკის „შახტარიდან“ გადასვლისას 70 მილიონი ევრო გადაიხადა, კარიერის გაგრძელების საშუალება მიეცა.
მუდრიკის განათხოვრების შემთხვევაში, ლონდონის „ჩელსის“ სურს რაიმე სახის გარანტია, რომ ფეხბურთელი საკმარის სათამაშო დროს მიიღებს. კლუბმა ასევე ცხადყო, რომ მზად არის მუდრიკი სეზონით თავის პარტნიორ კლუბ „სტრასბურგში“ გაანათხოვროს. TEAMtalk-მა ამ თვის დასაწყისში ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, მუდრიკის საკუთარ გუნდში ხილვა ფრენკ ლამპარდის „ქოვენთრის“ სურდა, ასევე იწერება ტოტენჰემის ვარიანტზეც.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მუდრიკმა მკაფიოდ გამოხატა პრემიერ ლიგაში დარჩენის სურვილი და, როგორც ჩანს, მზად არის „სტრასბურგის“ ვარიანტი უარყოს „ელანდ როუდზე“ გადასვლის სასარგებლოდ.