მუდრიკი სპორტს იცვლის, უკრაინელის მომდევნო ნაბიჯი მძლეოსნობაა
ჩელსის უკრაინელი ფეხბურთელი მიხაილო მუდრიკი ფეხბურთს დოპინგის ბრალდების გამო ვეღარ თამაშობს, მას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის შემდეგ კი Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24 წლის სპორტსმენს სპორტის შეცვლა სურს და მას თავისი შესაძლებლობები უნდა, რომ სპრინტში გამოსცადოს, სწორედ ამიტომ მუდრიკი 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აპირებს მონაწილეობას.
გავრცელებული ინფორმაციით მიხაილომ უკვე დაიწყო ვარჯიში უკრაინის სპრინტის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ის ყოფილი ოლიმპიელების მეთვალყურეობის ქვეშაა და კიევში მწვრთნელები თვლიან, რომ მისი სისწრაფე ნამდვილად გამორჩეულია, მან დისციპლინით და ბევრი ვარჯიშით შესაძლოა მძლეოსნობაში წარმატებას მიაღწიოს.
შეგახსენებთ, რომ მუდრიკმა პრემიერ ლიგის მატჩში შესანიშნავი სისწრაფე განავითარა, მან 36.67 კმ/სთ-ით გაირბინა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული მაჩვენებელია, ამიტომ ფიქრობენ, რომ ის სპრინტშიც შეძლებს მისი ამ ნიჭის გამოვლინებას.
🚨😱 DINGUE : 𝗠𝗬𝗞𝗛𝗔𝗜̈𝗟𝗢 𝗠𝗨𝗗𝗥𝗬𝗞 🇺🇦 𝗩𝗜𝗦𝗘 𝗟𝗘𝗦 𝗝𝗢 𝟮𝟬𝟮𝟴… 𝗗’𝗔𝗧𝗛𝗟𝗘́𝗧𝗜𝗦𝗠𝗘 !! ⚡️😮💨
— BeFootball (@_BeFootball) September 20, 2025
L’Ukrainien est toujours suspendu pour dopage, mais il s’entraînerait avec l’équipe de sprint ukrainienne. 😳😳
Mudryk avait déjà été flashé à 36,67 km/h.
(@marca) pic.twitter.com/ul0Epir6Zj