Belive

მუდრიკი ბრაიტონთან გოლის შემდეგ: ,,ეს ჩემი პოტენციალის მხოლოდ 20%-ია''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,ჩელსის'' შემტევმა, მიხაილო მუდრიკმა, განაცხადა, რომ მას საკუთარი პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ გამოუვლენია.

უკრაინელმა ,,ბრაიტონთან'' ამხანაგურ შეხვედრაში (4:3), ,,არისტოკრატების'' მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

,,ამ გოლის გატანით ბედნიერი ვარ.

ეს ჩემი სრული პოტენციალი არ არის, მხოლოდ 20%-ია. თავს კარგად ვგრძნობ, რადგან პოჩეტინოს ხელმძღვანელობით თამაში სასიამოვნოა,'' - მუდრიკის სიტყვებს Espn-ი ციტირებს.

,,ჩელსი'' მომავალ ამხანაგურ შეხვედრას ხუთშაბათს, 27 ივლისს, ,,ნიუკასლის'' წინააღმდეგ გამართავს.

 

სხვა სტატიები