მცველი, რომელმაც 1 მატჩში 3 გოლი სხვადასხვა მეკარეს გაუტანა
2 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
ალვინ მარტინის ჰეთ-თრიქი
"ვესტ ჰემის" მცველმა, ალვინ მარტინმა, პირველი გოლი მარტინ თომასს გაუტანა - როგორც მოგახსენეთ, თომასს მხრის ტრავმა აწუხებდა, რომელიც თამაშის მიმდინარეობისას გაუმიზეზდა და მოედანი ნაადრევად დატოვა. მარტინ თომასი ნახევარმცველმა, კრის ჰედვორთმა ჩაანაცვლა. ალვინ მარტინმა მეორე გოლი სწორედ მას გაუტანა. ყველაფერი კი ამით არ დასრულებულა: ძელთან შეჯახებისას, ტრავმა კრის ჰედვორთმაც მიიღო და კარში ჩადგომა ამჯერად უკვე პიტერ ბერდსლის მოუწია. მატჩის მიწურულს, "ნიუკასლის" კარში პენალტი დაინიშნა. დარტყმის უფლება, ცხადია, ალვინ მარტინმა მიიღო, რომელსაც კარიერაში პირველად, ჰეთ-თრიქის შესრულების შანსი გაუჩნდა, თანაც როგორ - მარტინს გოლი მესამე მეკარისთვის უნდა გაეტანა.ეს იყო პირველი პენალტი, რომელსაც კარიერაში ვასრულებდი. მარცხენა დაბალ კუთხეს თვალს არ ვაცილებდი, მეკარე ფიქრობდა, რომ ვატყუებდი და სხვა მიმართულებით გადახტა, მე კი ჰეთ-თრიქი შევასრულე, დაუჯერებელი იყო", - იხსენებს მარტინი.