Belive

მცირე დეტალი, თუ დიდი დაბრუნება? - მესიმ ბარსას ფანები აღაფრთოვანა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიური გრანდის ფანებს მტკიცედ სწამთ, რომ ლეო მესი კვლავ "ბლაუგრანას" მაისურს მოირგებს. არგენტინელი სუპერვარსკვლავის დაბრუნების იმედს ფანები არ კარგავენ - მესის მიერ Instagram-ზე განხორციელებულმა მცირე ცვლილებამ კი გულშემატკივრებს კიდევ უფრო დიდი იმედი ჩაუსახა.

Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, ლეო მესიმ "Highlights"-ში, FCB - ანუ "ბარსელონა" დააბრუნა, რომელიც პარიზულ გრანდში გადასვლის შემდეგ წაშლილი ჰქონდა. განყოფილებებში ასევე გვხვდება "Selección" - რაც არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს გულისხმობს და "Familia", რომელიც ოჯახურ და პირადი ცხოვრების ამბებს უკავშირდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მესის "Highlights"-ის ველში "პარი სენ-ჟერმენი" აღარ გვხვდება.



დანამდვილებით რთულია იმის თქმა, ეს უმნიშვნელო დეტალია, თუ "ბარსელონაში" დაბრუნების დაანონსება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - კატალონიური გრანდის ფანები მიიჩნევენ, რომ მესის კვლავ მშობლიურ კლუბში დაბრუნება სურს.

ლეო მესის "პარი სენ-ჟერმენთან" მოქმედი კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და ევროპულ მედია საშუალებებში არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება 35 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის მომავალი.

ლეო მესის ბუნდოვან პარიზულ მომავალთან დაკავშირებით, ვრცელ სტატიას შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე გაეცნოთ.

სხვა სტატიები