Belive

მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Pia.ge-ს Facebook გვერდზე, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის პოსტი განთავსდა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. წყაროს მტკიცებით, მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია დაიბადა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უცვლელად გთავაზობთ:
"გუგლი გადაიტვირთა, რადგან მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია. პოულობენ და ვიამაყოთ, რომ ამათ თვალში მხოლოდ ბანდიტები არ დავრჩეთ. უბანში ყველა მეკითხება - იცნობთ Kuicha kuatskeli-ს? ეს არასწორად ნათქვამი გვარ სახელიც კი მიხარეებს გულს. ვიწყებ ჩემი "კვარახჭინა" იტალიურით იმის ახსნას, რომ ის არის პატარა, ულამაზესი სახელმწიფოდან, (ქართველი რომაა, უკვე იციან), სტუმართმოყვარე ერის შვილიათქო (არ ვამბობ, რომ ერთმანეთი გვძულს). ახლა ტელეფონზე ფულის ჩასარიცხად ვიყავი (10€) და იქ მომუშავე პატარა ბიჭმა ფული არ გადამახდევინა. მადლობა რომ გადავუხადე, მიპასუხა - მადლობა ხვიჩა კვარაცხელიასო. წარმატებები ხვიჩას და მადლობა".
წყარო: Pia.ge

სხვა სტატიები