საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ემპოლის" თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე კვლავ ტრავმირებულია.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ქართველ ფეხბურთელს კუნთი აწუხებს და "მილანთან" (0:3) მატჩი სწორედ ამიტომ გამოტოვა.
ასევე ცნობილია, რომ ტრავმის გამო მჭედლიძე 3 მარტს "პარმასთანაც" ვერ ითამაშებს.
ცნობისთვის, ლევანმა მიმდინარე სეზონში "ემპოლის" მაისურით მოედანზე 145 წუთი გაატარა და ერთი ასისტი შეასრულა.