მსოფლიოს საუკეთესო სტადიონების გამოსავლენად, გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა - Marca-მ გამოკითხვა ჩაატარა. გულშემატკივრების მიერ მიცემული ხმების რაოდენობის მიხედვით, Marca-მ მსოფლიოს საუკეთესო სტადიონების ათეული შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილი ეგვიპტური "ალ აჰლის" სტადიონმა დაიკავა. "კაიროს საერთაშორისო სტადიონმა" 118.4 ათასი ხმის დაგროვება შეძლო. მეორე ადგილი "სანტიაგო ბერნაბეუს" ერგო - მესამე ადგილზე კი კატალონიური გრანდის საშინაო არენა - "კამპ ნოუ" გავიდა. აღსანიშნავია, რომ ფანების მიერ შედგენილი რეიტინგის ათეულში ვერ მოხვდა ისეთი გასაოცარი სტადიონები, როგორიცაა: "უემბლი", "ოლდ ტრაფორდი", "იოფან კრუიფ არენა", "სან სირო" და "ალიანც არენა".