Belive

მესის ყოფილი აგენტი არგენტინელის ახალ კლუბს ასახელებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინელი ვარსკვლავის, ლეო მესის ყოფილი აგენტი, რომელმაც პირველად მესი "ბარსელონაში" მიიყვანა, სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და მესის ახალი კლუბი არა მანჩესტერ "სიტი" არამედ, მილანის "ინტერი" იქნება. როგორც იგი ამტკიცებს, მესის მილანურ კლუბთან კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს და მხოლოდ ოფიციალური ხელწერილი სჭირდება კლუბში ჩასარიცხად. შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს, მსოფლიო ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტსმენმა – ლეო მესი, “ბარსელონას” ხელმძღვანელობას კლუბიდან წასვლის თაობაზე შეატყობინა. მას აღარ სურს დარჩენილი დრო კატალონიურ კლუბში გაატაროს.

სხვა სტატიები