დღეს ციურიხში, FIFA-ს შტაბ-ბინაში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მას კონკურენციას შემდეგი გუნდები გაუწევენ: ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო.
ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდი მომდევნო წლის 24 მარტს იწყება და და 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნებისთვის საფეხბურთო ფორუმზე 13 ადგილია გამოყოფილი. ჯგუფის გამარჯვებულები ყატარში გაემგზავრებიან, ხოლო მეორე ადგილზე გასული ნაკრებები საგზურის მოპოვებას პლეი-ოფიდან შეეცდებიან.