მილანის აკადემიის ყოფილმა ფეხბურთელმა 20 წლის ასაკში თავი მოიკლა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ჩემი შვილი იმიტომ არ მომკვდარა, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, ყველას ვთხოვ, შეწყვიტონ ცრუ ინფორმაციიას გავრცელება. ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს, რატომ მოიკლა სეიდმა თავი. ჩვენს ქალაქში ის ყველას უყვარდა. მასთან გამოსამშვიდობებლად ეკლესიაში ბევრი ადამიანი მოვიდა.'' - ვალტერ ვისინის სიტყვებს Eurosport-ი ციტირებს.სეიდ ვისინი ეთიოპიაში დაიბადა და იტალიაში საცხოვრებლად 7 წლის ასაკში გადავიდა. ფეხბურთელი ,,მილანისა'' და ,,ბენევენტოს'' ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა და კარიერა 2016 წელს დაასრულა. ,,როსონერის'' აკადემიაში თამაშისას ვისინი ოთახში ჯანლუიჯი დონარუმასთან ერთად ცხოვრობდა.