მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მსაჯი ცნობილია
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინასა და საფრანგეთს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას პოლონელი მსაჯი, შიმონ მარცინიაკი გაუძღვება.
მისი ასისტენტები პაველ სოკოლნიცკი და ტომაშ ლისტკევიჩი იქნებიან.
მიმდინარე მუნდიალზე მარცინიაკმა ჯგუფურ ეტაპსა და მერვედფინალში (საფრანგეთი 2:1 დანია; არგენტინა 2:1 ავსტრალია) იმსაჯა და ფეხბურთელებს 5 ყვითელი ბარათი უჩვენა.
არგენტინისა და საფრანგეთის ფინალური მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.