Belive

მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების TOP 10

8 თვის წინ ფეხბურთი
4 წთ

ცნობილმა ფრანგულმა  გამოცემა "Le Parisien"-მა, 2023 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს სია მხოლოდ ხელფასების მიხედვით არის შედგენილი - უფრო კონკრეტულად, რომელი ფეხბურთელი, წლის განმავლობაში ხელფასის სახით რა თანხას იღებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 10-დან 8 ფეხბურთელი საუდის არაბეთის ჩემპიონატიდან არის, დანარჩენი ორი კი -  ლეო მესი და კილიან მბაპე არიან. 

2023 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი

10. კალიდუ კულიბალი

2023 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სიაში, მეათე ადგილს, 32 წლის სენეგალელი მცველი - კალიდუ კულიბალი იკავებს, რომელიც წელს "ჩელსიდან" "ალ ჰილალში" გადავიდა. 

კულიბალი ხელფასის სახით 1 წლის განმავლობაში 30 მილიონ ევროს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი თვეში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

9. რიად მაჰრეზი 

მე-9 პოზიციას ალჟირელი შემტევი - რიად მაჰრეზი იკავებს, რომელმაც ფანტასტიკური სეზონის შემდეგ,"მანჩესტერ სიტი" დატოვა და კარიერას "ალ აჰლიში" აგრძელებს. 

რიად მაჰრეზი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 35 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 32 წლის ალჟირელ ფეხბურთელს ყოველთვიურად დაახლოებით 3 მილიონი ევრო აქვს ხელფასი. 

8-7. სადიო მანე და ჯორდან ჰენდერსონი

მეშვიდე და მერვე პოზიციას ყოფილი ლივერპულელები - სადიო მანე და ჯორდან ჰენდერსონი იკავებენ. ორივე მათგანი საუდის არაბეთის ჩემპიონატს 1 თვის წინ შეუერთდა. სადიო მანე "ბაიერნიდან" "ალ ნასრიში" გადავიდა, ჯორდან ჰენდერსონმა კი "ლივერპულიდან" კარიერა "ალ იტიფაქში" გააგრძელა. 

ორივე მათგანის ყოველწლიური შემოსავალი 40 მილიონი ევროა, რაც თვიურად 3,3 მილიონი ევრო გამოდის. 

6. ლეო მესი

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე - ლეო მესი, 2023 წლის 10 ყველაზე ანაზღაურებად ფეხბურთელებში, სიის მე-6 ადგილს იკავებს. 

მესი "პსჟ"-დან "ინტერ მაიამიში" გადაბარგდა, სადაც იგი ყოველწლიურად, ხელფასის სახით 45 მილიონ ევროს იღებს. მესის ყოველთვიური შემოსავალი კი 3,75 მილიონი ევროა. 

5. კილიან მბაპე

ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ამ სიაში კილიან მბაპეს იხილავს, რადგან 2022 წელს "პსჟ"-მ კილიან მბაპეს შესანარჩუნებლად, კოლოსალური ხელფასი დაუნიშნა. მბაპე ყოველწლიურად ხელფასის სახით 70 მილიონ ევროს იღებს, რაც თვეში 5,8 მილიონ ევროს უდრის.

4-3. ნგოლო კანტე და ნეიმარი

თითქმის დადასტურებულია, რომ ნეიმარი კარიერას "პსჟ"-დან საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ჰილალში" გააგრძელებს, სადაც მისი ყოველთვიური ხელფასი 100 მილიონი ევრო იქნება. 

მიუხედავად დიდი ხანი უთამაშებლობისა და მძიმე ტრავმისა, ანალოგიური ხელფასი აქვს ნგოლო კანტეს, რომელიც "ჩელსიდან" "ალ-იტიჰადში" გადავიდა. 

ნეიმარსა და კანტეს ყოველთვიური შემოსავალი 8,3 მილიონი ევროა. 

2-1. კრიშტიანუ რონალდუ და ბენზემა

ბოლო ინფორმაციით, 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები - კრიშტიანუ რონალდუ ("ალ ნასრი") და კარიმ ბენზემა ("ალ-იტიჰადი") არიან. 

დიდი ხნის მეგობრები, თანაგუნდელები და მადრიდის "რეალის" ლეგენდები, ხელფასის სახით ყოველწლიურად 200 მილიონ ევროს იღებენ, რაც ყოველთვიურად 16,6 მილიონ ევრო შემოსავალს ნიშნავს. 

Le Parisien-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

სხვა სტატიები