მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფები ცნობილია
FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2025 წლის ზაფხულში, შეერთებულ შტატებში გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 15 ივნისს დაიწყება, სადაც ლეო მესის "ინტერ მაიამი" ჰარდ როკ სტადიონზე ტურნირს გახსნის. შეჯიბრი 1 თვის განმავლობაში ჩატარდება. 8 ჯგუფიდან, სადაც 4 გუნდი იქნება განაწილებული, 2 საუკეთესო მერვედფინალში გადავა და ტურნირი პლეი ოფის პრინციპით გაგრძელდება. ფინალი 13 ივლისს, ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე შედგება.
დღეს გამართული წილისყრის შედეგებით, ჯგუფებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: პალმეირასი, პორტო, ალ აჰლი, ინტერ მაიამი
B ჯგუფი: პსჟ, ატლეტიკო მადრიდი, ბოტაფოგო, სიეტლ საუნდერსი
C ჯგუფი: მიუნხენის ბაიერნი, ბენფიკა, ბოკა ხუნიორსი, ოკლენდ სიტი
D ჯგუფი: ფლამენგო, ჩელსი, ლეონი, ესპერანსა ტუნისი
E ჯგუფი: რივერ პლეიტი, ინტერი, მონტერეი, ურავა რედ დაიმონდსი
F ჯგუფი: დორტმუნდის ბორუსია, ფლუმინენსე, ულსანი, მამელოდი სანდაუნსი
G ჯგუფი: მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, უაიდადი, ალ აინი
H ჯგუფი: მადრიდის რეალი, ზალცბურგი, ალ ჰილალი, პაჩუკა