შარლე დე კეტელაერე ფერან ტორესამდე | ბელგიელი პსჟ-ზე საუბრობს
ატალანტას ბელგიელმა ფეხბურთელმა, შარლე დე კეტელაერემ გაამხილა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პარი სენ-ჟერმენთან მოლაპარაკებები ჰქონდა. თუმცა, ლიგა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა საბოლოოდ, ბარსელონადან, ფერან ტორესის დამატება ამჯობინა. ამასთან ერთად, ატალანტა ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, ძალიან მაღალ სატრანსფერო თანხას ითხოვდა, რის გამოც, რამდენიმე დაინტერესებულმა კლუბმა 25 წლის ფეხბურთელზე უარი თქვა.
პსჟ-ში ტრანსფერის შესაძლებლობა საბოლოოდ მას შემდეგ გაქრა, რაც პარიზელებმა ყურადღება ფერან ტორესზე გადაიტანეს. ესპანელმა ფეხბურთლმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა. ბელგიურ გამოცემა DH Les Sports-თან ინტერვიუში, დე კეტელაერემ პარი სენ-ჟერმენთან ზაფხულში გამართულ მოლაპარაკებებსა და მისი ამჟამინდელი კლუბის მიერ მოთხოვნილ მაღალ სატრანსფერო თანხაზე ისაუბრა. ატალანტას არ სურდა, ფეხბურთლი 50 მილიონ ევროზე ნაკლებად გაეყიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ საფრანგეთის დედაქალქში, მის მიმართ, ინტერესი ნამდვილად ჰქონდათ.
პარი სენ-ჟერმენთან ვილაპარაკე, მაგრამ საბოლოოდ მათ ფერან ტორესი აირჩიეს. დაიხ, ვფიქრობ, რომ საუბარი დაახლოებით ამ თანხაზე (50 მილიონი) იყო. იქიდან გამომდინარე, რომ კლუბები ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ, ეს ტრანფერიც არ შედგა. - შარლე დე კეტელაერე
ამჯერად ორივე ფეხბურთელს საკლუბო პაუზა აქვს აღებული და ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ერთა ლიგისთვის ემზადებიან.
🚨 CHARLES DE KETELAERE 🇧🇪 CONFIRME AVOIR DISCUTÉ AVEC LE PSG CET ÉTÉ !!! 👀🔴🔵
— Actu Foot (@ActuFoot_) September 25, 2026
🗣️ « J’ai parlé avec le PSG, mais ils ont finalement choisi Ferran Torres. » ❌
L’Atalanta réclamait environ 50 M€. 💰
Le Belge assure néanmoins être heureux à Bergame, tout en affichant… pic.twitter.com/eKKdZvfLKc