მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა 1/16-ფინალური წყვილი ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა.
ბოლო სათამაშო დღეს განსაკუთრებით დრამატული გამოდგა ალჟირისა და ავსტრიის მატჩი (3:3), რომელშიც ევროპელებმა პლეი-ოფის საგზური ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიპოვეს.
1/16-ფინალში 8 მესამეადგილოსანი გუნდი გავიდა და საინტერესოა, რომ მათგან მხოლოდ სენეგალია ისეთი, რომელმაც ჯგუფში 3 ქულა მოაგროვა, დანარჩენი 7 ნაკრების ანგარშზე კი 4-4 ქულაა.
ყველა მეთექვსმეტედფინალური წყვილი:
გერმანია - პარაგვაი
საფრანგეთი - შვედეთი
სამხრეთ აფრიკა - კანადა
ნიდერლანდები - მაროკო
პორტუგალია - ხორვატია
ესპანეთი - ავსტრია
აშშ - ბოსნია
ბელგია - სენეგალი
ბრაზილია - იაპონია
კოტ-დ'ივუარი - ნორვეგია
მექსიკა - ეკვადორი
ინგლისი - კონგო
არგენტინა - კაბო ვერდე
ავსტრალია - ეგვიპტე
შვეიცარია - ალჟირი
კოლუმბია - განა
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალური ეტაპი დღეს, 23:00 საათზე, სამხრეთ აფრიკისა და კანადის შეხვედრით გაიხსნება.