ტერ შტეგენი ბარსელონას დატოვებს | გერმანელი მეკარე აიაქსში ითამაშებს
ცნობილი გახდა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ბარსელონადან ოფიციალური წასვლის თარიღი. გერმანელი მეკარე ამსტერდამში გაფრინდება სამედიცინო შემოწმების გასავლელად და აიაქსთან კონტრაქტის გასაფორმებლად.
ნიდერლანდური კლუბი გერმანელი კიპერის ტრანსფერს ოფიციალურად უქმეებზე დააანონსებს. პარასკევს, 34 წლის ფეხბურთელი ამსტერდამში გაემგზავრება, შაბათს კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი აიაქსს იჯარის წესით შეუერთდება. ამასთან, ბარსელონა 34 წლის მეკარეს ხელფასის დიდ ნაწილს კვლავ გადაუხდის.
ახალ გუნდში ტერ შტეგენი მიჩელის ხელმძღვანელობით ითამაშებს, რომელთანაც ერთად ჟირონაში უკვე უმუშავია.
გერმანელი მეკარე ბარსელონაში 2014 წელს გადაბარგდა და 423 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან კატალონიურ გრანდში 7-ჯერ ლა ლიგა, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი, 4-ჯერ სუპერ თასი, თითო ჯერზე კი უეფას ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.