Belive

მსოფლიო ჩემპიონატის 10 საუკეთესო ფეხბურთელი ESPN-ის ვერსიით

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ESPN-მა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

,,სანაკრებო ფეხბურთი განსხვავებული თამაშია იმისგან, რასაც საკლუბო დონეზე ვხედავთ, აქ ნაკლები სავარჯიშო დროა, ბევრად ნაკლები პრესინგი და ბურთის ფლობის ნაკლებად ჩამოყალიბებული შაბლონები. თუმცა, ეს ბიჭები სწორედ კლუბებში ატარებენ თავიანთი პროფესიული ცხოვრების 90%-ს. ასე რომ, ეს სია ძირითადად ბოლო 2 სეზონის საკლუბო გამოსვლებს ეყრდნობა.

ამ რეიტინგის მთავარი კრიტერიუმია: რა გავლენას ახდენს კონკრეტული მოთამაშე თავისი გუნდის მოგების შანსებზე ნებისმიერ მოცემულ მატჩში?'' - წერს ESPN

გამოცემის ვერსიით, მუნდიალზე საუკეთესო საფრანგეთის ნაკრების შემტევი, უსმან დემბელე იქნება:

ამ დროისთვის, პირველი ადგილი დემბელეს ეკუთვნის.

რა თქმა უნდა, მას შეუძლია მთელ საკლუბო სეზონს ისე შეხედოს, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოსამზადებელ ეტაპს, რადგან უმდიდრესი პსჟ ლიგა 1-ს ისედაც ავტომატურად იგებს, თუმცა არსებობს ორი რამ, რაც მას ყველასგან გამოარჩევს.

პირველი: ის ორივე ფეხით თანაბრად სახიფათოა, რაც მოედანზე სრულიად ახალ კუთხეებსა და სივრცეებს აჩენს და ბევრად უადვილებს მას გუნდში ნებისმიერ თანაგუნდელთან შეთამაშებას. და მე-2: ლუის ენრიკეს ხელში, ის ერთ-ერთ საუკეთესო პრესინგის მოთამაშე თავდამსხმელად იქცა.'' - ESPN
Je le vois beaucoup dans d'autres zones aussi", Didier Deschamps défend son  choix de positionner Ousmane Dembélé comme meneur

Top 10-ეულში ყველაზე მეტი - 3 ფეხბურთელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდანაა:

  1. უსმან დემბელე

  2. ლამინე იამალი

  3. მაიკლ ოლისე

  4. ჰარი კეინი

  5. ბრუნო ფერნანდეში

  6. პედრი

  7. უილიამ სალიბა

  8. რაფინია

  9. ბუკაიო საკა

  10. მარტინ ოდეგორი

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

სხვა სტატიები