Belive

100 გოლი ყველაზე სწრაფად - კეინმა ბუნდესლიგაში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

„ალიანც არენაზე“ გამართულ ბუნდესლიგის მეოთხე ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა უნიონ ბერლინი ანგარიშით 7:0 გაანადგურა.

„ბავარიელთა“ მხრიდან გოლები ჯამალ მუსიალამ, ისმაელ საიბარიმ, ჰარი კეინმა (დუბლი) და მაიკლ ოლისემ (ჰეთ-თრიკი) გაიტანეს.

ინგლისელმა ფორვარდმა ტურნირზე 100-გოლიან ნიშნულს სულ რაღაც 98 მატჩში მიაღწია, რაც აბსოლუტური რეკორდია. კეინამდე აღნიშნული მიღწევა კიოლნის ლეგენდას, დიტერ მიულერს ეკუთვნოდა, რომელსაც 100 გოლის გასატანად 129 შეხვედრა დასჭირდა.

ეს ჰარი კეინისთვის, ბაიერნის მაისურით დამყარებული მეორე ისტორიული რეკორდია მას შემდეგ, რაც იგი გუნდს 2023 წელს შეუერთდა. 2025 წლის სექტემბერში, 33 წლის თავდამსხმელმა, მიუნხენური კლუბის რიგებში ჩატარებულ 104-ე ოფიციალურ მატჩში მე-100 გოლი გაიტანა, რაც ასევე ევროპული რეკორდი გახდა.

არანაკლებ შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს მაიკლ ოლისესაც, რომელმაც ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკთან ერთად საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. ფრანგ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში უკვე 11 საგოლე მოქმედება აქვს (8 გოლი და 3 ასისტი).

სხვა სტატიები