UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში "ბაიერნი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. პრინციპული მატჩის წინ "სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიომ "ტოტენჰემის" ფეხბურთელებს "ბაიერნთან" გამანადგურებელი ანგარიშით განცდილი მარცხის (2:7) ნებისმიერი ფოტო და ვიდეო მასალის ხილვა აუკრძალა.
"ჩემს ფეხბურთელებს აღნიშნული მარცხის (2:7) შესახებ ნებისმიერი ფოტო და ვიდეო მასალის ხილვა ავუკრძალე. მატჩს რამდენჯერმე ვუყურე. მე, ჩემი ასისტენტები, სამწვრთნელო შტაბი - სრულად ვიყავით მატჩის გარჩევაში ჩართულები. ჩვენ არაერთხელ ვუყურეთ აღნიშნულ დაპირისპირებას და თითოეული ასპექტი გავარჩიეთ თუმცა ფეხბურთელებს მისი ნახვა ავუკრძალეთ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე ვახდენთ ფოკუსირებას და არა მოწინააღმდეგეზე", - აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.