მოურინიომ ენტონი ტეილორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ ემოციების მოთოკვა ვერ შეძლო და შეხვედრის მთავარ არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პორტუგალიელმა ენტონი ტეილორთან დაპირისპირება მოედანზე დაიწყო, რის შემდეგაც არბიტრთან "დალაპარაკება" პარკინგზე სცადა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ინგლისელი არბიტრის მისამართით უცენზურო გამონათქვამებს არ ერიდება.
მოურინიომ ტეილორს სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ არბიტრის მიერ დაშვებული შეცდომები მის გუნდს ჩემპიონის ტიტულის დაკარგვის ფასად დაუჯდა. პორტუგალიელის განსაკუთრებული აღშფოთება ერთ-ერთმა ეპიზოდმა გამოიწვია, სადაც მოურინიოს აზრით, ტეილორმა "რომას" სასარგებლოდ 100%-იანი პენალტი არ დანიშნა.