მოურინიო: ,,თურქეთის ლიგას საზღვარგარეთ არავინ უყურებს''
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ფემერბაჰჩეს'' მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს თქმით, თურქეთის სუპერლიგა ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოპულარობით არ სარგებლობს:
,,საზღვარგარეთ თურქეთის ლიგის ყურება ვის უნდა? მათ ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, პორტუგალიისა და ნიდერლანდების ლიგები აქვთ... რატომ უნდა უყურონ ამას?
აქაურობა ძალიან ნაცრისფერი, ძალიან მუქია და ,,ცუდი სუნია''... მაგრამ, ეს ჩემი საქმეა და კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ.'' - ჟოზე მოურინიო
სუპერლიგის 10 ტურის შემდეგ, ,,ფენერბაჰჩე'' 23 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა.
მოურინიოს გუნდი მომავალ მატჩს 8 ნოემბერს, ,,ალკმაარის'' წინააღმდეგ გამართავს.
Jose Mourinho says the Turkish league "smells bad" and nobody watches it 😳 pic.twitter.com/ZLRbsoNVbh
— BBC Sport (@BBCSport) November 4, 2024