Belive

მოურინიო: "თურქულ მსაჯობაზე სიმართლე რომ მცოდნოდა, არ ჩამოვიდოდი"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში "ტრაბზონსპორმა" "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. მატჩი დრამატული და უამრავი განსახილველი მომენტით დახუნძლული გამოვიდა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა გამარჯვების გოლი 102-ე წუთზე გაიტანა და პორტუგალიელი მწვრთნელი, აღნიშვნისას, საკმაოდ გამომხატველი იყო.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მოურინიომ არ დამალა აღშფოთება მსაჯობით და განაცხადა, რომ მსაჯის ნაცვლად მოედანზე 'პატარა ბიჭი' დარბოდა და არარეალურ გადაწყვეტილებებს იღებდა.

მსაჯი ქარაოღლანი მოედანზე არ იყო. მის ნაცვლად ვიღაც 'პატარა ბიჭი' დარბოდა და არარეულურ გადაწყვეტილებებს იღებდა. ის უხილავი ადამიანიდან მატჩის უმთავრეს პერსონაჟად იქცა.

პრეტენზიები მაქვს ჩვენი გუნდის წარმომადგენლებთანაც, რომ მცოდნოდა, აქ ასეთი მსაჯობა იყო, არ ჩამოვიდოდი. მინდა რომ ქარაოღლანმა აღარასდროს იმუშაოს ფენერბაჰჩეს მატჩზე. ერთ მომენტში მითხრა, რომ ერთდროულად უყურებდა პენალტის ეპიზოდს და ჩემს ქცევას აუტის ხაზთან - სიგიჟეა. - განაცხადა ჟოზე მოურინიომ

მსაჯმა ტრაბზონსპორს ორი პენალტი დაუნიშნა, ფენერბაჰჩეს სასარგებლოდ კი, სადავო მომენტში, 11-მეტრიანი არ დანიშნა. ბოლო წუთზე გამარჯვების შემდეგ ფენერი ცხრილის მეორე ადგილზეა.

სხვა სტატიები