დიდი ალბათობით, მიუნხენის "ბაიერნი" მიმდინარე სეზონის შემდეგ, ნიკო კოვაჩს დაითხოვს.
"აინტრახტის" ყოფილ დამრიგებელს, რომელმაც იუპ ჰაინკესი ჩაანაცვლა, მიუნხენურ კლუბში აშკარად პრობლემები აქვს.
"რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, ბუნდესლიგაში კი დიდი ხნის განმავლობაში მე-3 პოზიციას იკავებდა.
Don Mercato-ს ინფორმაციით, კოვაჩს ახალ სეზონში ჟოზე მოურინიო ჩაანაცვლებს. პორტუგალიელი მანჩესტერის დატოვების შემდეგ უმუშევარია.
საინტერესოა, რომ ჟოზეს "ლიონის" მთავარ მწვრთნელობასაც უწინასწარმეტყველებენ.