Belive

მოურინიო: "როცა რთულადაა საქმე, სწორედ მაშინ ეძახიან ჟოზეს"

5 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

რეალმა, ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩში ინტერთან, დრამატული გამარჯვება (2:1) მოიპოვა - მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შემადგენლობა ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების გამო სერიოზულად იყო დასუსტებული. „ლოს ბლანკოსმა“ ისარგებლა სტუმართა დაცვაში დაშვებული ორი კატასტროფული შეცდომით და პირველივე 25 წუთში კილიან მბაპესა და ფედერიკო ვალვერდეს ზუსტი დარტყმებით დაწინაურდა. მადრიდელებმა ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ისეთი საკვანძო ფეხბურთელების გარეშე მოიპოვეს, როგორებიც არიან ბერნარდუ სილვა, ედუარდო კამავინგა და როდრიგო.

მოურინიომ ევროპული ფეხბურთის ორ გრანდს შორის გამართული ეს სახიფათო მომენტებითა და ორმხრივი იერიშებით დახუნძლული სანახაობა შეაფასა.

შედეგით კმაყოფილი ვარ, ძლიერ მეტოქესთან სადებიუტო მატჩში სამი ქულა მოვიპოვეთ. თამაში გულშემატკივრისთვის ნამდვილად სანახაობრივი გამოვიდა, თუმცა არა ჩემთვის ან კრისტიან კივუსთვის.

ეს სრული საგიჟეთი იყო. ანგარიში შეიძლებოდა ჩვენს სასარგებლოდ 5:0 ყოფილიყო, ან 5:5, 7:6, 5:6 - შეხვედრა საგოლე შანსების სიმრავლით გამოირჩეოდა. ინტერი ძლიერი გუნდია და ჩვენს ნახევარდაცვას სიღრმიდან მათი შეტევების შეკავება გაუჭირდა, თუმცა პირველივე ტაიმში, 3:0-ზე, თამაშის ბედის საბოლოოდ გადაწყვეტა შეგვეძლო.

კიდევ ერთი შანსი ბელინგემს ჰქონდა, თუმცა გატანა ინტერსაც მრავლად შეეძლო. თამაში ბოლო წუთამდე დრრამატული დარჩა, ნამდვილი გიჟური ფეხბურთი ვიხილეთ.

- მოურინიომ დაიცვა მბაპე, რომელსაც ზოგჯერ გაფუჭებული მომენტების შემდეგ უსტვენდნენ.

მბაპემ უზარმაზარი სამუშაო გასწია. მან უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და კიდევ ორი-სამი ისეთი შანსი ჰქონდა, რომლებსაც, როგორც წესი, უპრობლემოდ იყენებს ხოლმე. თუმცა არ ვნერვიულობ, რადგან ის გოლებს ყოველთვის გაიტანს. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ისევ ის გახდება. კილიანი გუნდისთვის თავდაუზოგავად შრომობს, ასე რომ, მისით უკმაყოფილო ვერ ვიქნები. - განაცხადა მოურინიომ

ჟოზემ აღნიშნა, რომ შეიძლება საუკეთესო ფეხბურთელი იყო ისე, რომ ტიტულები ვერ მოიგო და ამით კილიან მბაპეზე გააკეთა მინიშნება (ოქრს ბურთზე) - ასევე პორტუგალიელმა თქვა, რომ მას რონალდო ნაზარიოც უნახავს, ახლა კი მბაპეს უყურებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, მისი მატჩისშემდგომი ინტერვიუდან - კითხვაზე, თუ რატომ იმოქმედა კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ასე ოპერატიულად მისი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნებისას, მოურინიომ უპასუხა: „იმიტომ, რომ ვითარება რთული იყო. მარტივი სიტუაციები ჩემთვის არ არის - როცა რთულადაა საქმე, სწორედ მაშინ ეძახიან ჟოზეს".

სხვა სტატიები