Belive

მოურინიო კრიზისშია | რეალი ინტერთან მატჩის წინ სამ მნიშვნელოვან ფეხბურთელს კარგავს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალი, მომავალ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ინტერს უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში, 'სამეფო კლუბი' არდა გიულერის, ედუარდო კამავინგასა და ბერნარდო სილვას გარეშე იქნება. მადრიდის რეალის ბოლო ჩემპიონთალიგურ დაპირსიპირებაში, რომელიც "ალიანც არენაზე", მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ შედგა, ედუარდო კამავინგა და არდა გიულერი მოედნიადნ გააძევეს. ბერნარდო სილვამ კი, წითელი ბარათი სწორედ რეალთან, 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში მიიღო.

ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, ორელიან ჩუამენის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაა საჭირო, რადგან ფრანგმა ნახევარმცველმა, ინტერთან მატჩში, ნახევარდაცვის ეს დანაკლისი შეავსოს. ამის გამო, რეალი ჩუამენისთვის, ლა ლიგის მომდევნო ტურში, რეალ ბეტისის წინააღმდეგ, სათამაშო წუთების მიცემას განიხილავს, მაგრამ ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

ფრანგ ფეხბურთელს, ტრამვის გამო, მიმდინარე სეზონში ჯერ საერთოდ არ უთამაშია. ჩუამენის მსგავსად, ტრამვირებულია ტიაგო პიტარჩიც, რის გამოც, მოურინიოს, შეზღუდული არჩევანის პირობებში, კონკურენტუნარიანი ნახევარდაცვის ფორმირება მოუწევს - განსაკუთრებით კი, ჩემპიონთა ლიგის ფაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული მატჩის წინ.

სხვა სტატიები