Belive

მოურინიო: ,,20 წლის განმავლობაში არავის მოუგია ჩემპიონთა ლიგა ისე, როგორც მე''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

EA Sports Korea-სთან ინტერვიუში, ჟოზე მოურინიომ 2004 წელს ,,პორტუსთან'' ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგა გაიხსენა:

,,უკვე 20 წელი გავიდა... ამ 20 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა ბევრმა სხვა მწვრთნელმა მოიგო, მაგრამ ეს არავის გაუკეთებია ისე, როგორც მე!

მათ გაიმარჯვეს დიდ კლუბებთან ერთად, უზარმაზარი ბიუჯეტითა და საუკეთესო ფეხბურთელებით. ჩემსავით ეს ვერავინ შეძლო!

კარიერას 2035 წლის შემდეგ დავასრულებ, მანამდე კი ტიტულების მოპოვებას გავაგრძელებ. ჩემ მიერ დაწერილ ისტორიას, ვერავინ წაშლის!'' - ჟოზე მოურინიო

ჩემპიონთა ლიგის 2003-2004 წლების სეზონის ფინალში ,,პორტუმ'' ,,მონაკო'' 3:0 დაამარცხა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო.

მოურინიოს გუნდმა მერვედფინალში ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' აჯობა, მეოთხედფინალში - ,,ლიონს'', ნახევარფინალში კი - ,,დეპორტივოს''.

სხვა სტატიები