მოულოდნელი სიახლე | მოჰამედ სალაჰის მომავალი ბოლო წუთს შეიცვალა
ეგვიპტელი ლეგენდის, მოჰამედ სალაჰის კარიერაში, ახალი თავი იწყება. მისი საზაფხული ტრანსფერი, მოულოდნელად, სხვა გზით განვითარდა. მას შემდეგ, რაც სალაჰმა ლივერპული დატოვა, აქტიურად დაიწყო ლაპარაკი, მისი თურქეთში, კერძოდ ბეშიქთაშში გადასვლაზე. თუმცა, ბოლო მომენტში ყველაფერი შეიცვალა. მოლაპარაკებებში, საკმაოდ მოულოდნელად, კიდევ ერთი თურქული კლუბი, ტრაბზონსპორი ჩაერთო.
ტრანსფერთან დაკავშირებულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ ბეშიქთაშსა და მოჰამედ სალაჰს შორის, მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა. ამის მიზეზი, სალაჰის აგენტის, რამი აბასის მიერ წაყენებული რთული ფინანსური მოთხოვნები გახდა, რომელთა დაკმაყოფილებაზეც სტამბოლურმა კლუბმა უარი თქვა. როგორც ცნობილი თურქული გამოცემა იუწყება, ტრაბზონსპორმა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო და კონტრაქტის საბოლოო ვერსია რამი აბასს გაუგზავნა. გამოცემის ცნობით, მხარეებმა როგორც ფინანსურ, ისე პირად პირობებზე, სრულ შეთანხმებას მიაღწიეს და ამ ეტაპზე, ტრანსფერის დასრულებას აღარაფერი უშლის ხელს.
Trabzonspor are becoming increasingly confident they can pull off the biggest signing in their history by landing Liverpool legend Mohamed Salah, sources have confirmed to @TEAMtalk .
— Graeme Bailey (@GraemeBailey) August 4, 2026
But rivals Besiktas believe they are in pole position to land Salah.https://t.co/SoY6lNEBBh
გამოცემის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა დღეს გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს. ოფიციალური განცხადება კი იმ მომენტში გაკეთდება, როდესაც სალაჰი თურქეთში ჩავა და კონტრაქტს ხელს მოაწერს.