Belive

მორიგი უმძიმესი ტრავმა - გაბრიელ ჟეზუსი 10 თვეს გამოტოვებს

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "არსენალის" 27 წლის ფორვარდმა - გაბრიელ ჟეზუსმა მორიგი უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მინიმუმ 9-10 თვეს უქმებს და სავარაუდოდ 2025 წელი მისთვის ნაადრევად დასრულდა.

27 წლის ბრაზილიელმა ტრავმა 12 იანვარს, ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მიიღო და მოედნიდან 40-ე წუთზე იძულებით გამოიყვანეს.

როგორც სამედიცინო კვლევები აჩვენებს, გაბრიელ ჟეზუსმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც 9-10 თვეს იუქმებს.

ბრაზილიელ ფორვარდს მიმდინარე სეზონში 27 მატჩი აქვს ნათამაშები, სადაც 7 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები