მორიგი ქართველი ლა ლიგაში - გიორგი გაგუა ალავესთან ერთად ვარჯიშობს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი გაგუამ, რომელიც ესპანეთის ლა ლიგის ბინადარი "ალავესის" ახალგაზრდულ შემადგენლობაში ირიცხება, მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და Twitter-ში ქართველი ფეხბურთელის ფოტოც გამოაქვეყნა.
20 წლის ცენტრალური თავდამსხმელი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი გახლავთ, მოგვიანებით კი თბილისის "მერანის" ახლგაზრდულ აკადემიაშიც თამაშობდა. 2020 წლის 1 სექტემბრიდან გაგუა "ალავესში" ირიცხება და უმეტესად B გუნდთან ერთად ვარჯიშობს. 2021 წლის ზაფხულში, სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, გაგუამ მთავარი გუნდის შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩებში ითამაშა და გოლების გატანაც მოახერხა.😉👍 @gio_gagua 🇬🇪#GoazenGlorioso 🦊 pic.twitter.com/dLw4IMCchz — Deportivo Alavés (@Alaves_eus) February 22, 2022
View this post on Instagram