მიქაუტაძის მორიგი გოლი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა შემტევმა?
ვილიარეალმა ლა ლიგის მე-19 ტურში ალავესს უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა.
ახალი წელი ფანტასტიკურად დაიწყო გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც ელჩეს შემდეგ, ამჯერად ალავესს გაუტანა. ქართველი ფორვარდი ვილიარეალის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მიქაუტაძემ 4-დან 3 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 7 დუელის მოგება შეძლო, ხოლო მეტოქის კარი 75-ე წუთზე აიღო.
სტატისტიკის მწარმოებელმა პლატფორმებმა მიქაუტაძის თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:
sofascore: 7.4
whoscored: 7.9
flashscore: 7.3
¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL!
— Villarreal CF (@VillarrealCF) January 10, 2026
¡GOLAAAAZOOO DE MIKAUTADZE TRAS UNA ASISTENCIA ESPECTACULAR DE MOLEIRO!#VillarrealAlavés 3-0 (76') pic.twitter.com/WuSF5rw31Z
ვილიარეალს 41 ქულა აქვს ლა ლიგის ცხრილის მესამე ადგილზეა. 'ყვითელი წყალქვეშა ნავი' შემდეგ შეხვედრას 18 იანვარს, სტუმრად, ბეტისის წინააღმდეგ ჩაატარებს.