Belive

მორიგი პრობლემა ჩელსის - კრისტოფერ ნკუნკუ 4 თვეს იუქმებს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის ახალი, 2023/2024 წლების სეზონის დაწყებამდე 3 დღით ადრე, ლონდონის "ჩელსის" მორიგი დიდი პრობლემა შეექმნა - კერძოდ კი, ახალშეძენილმა ფორვარდმა - კრისტოფერ ნკუნკუმ, მუხლის ტრავმის გამო ოპერაცია გაიკეთა და მინიმუმ 3-დან 4-თვემდე იუქმებს.  25 წლის ფორვარდმა მუხლის ტრავმა გასულ კვირას "დორტმუნდთან" თამაშის დროს მიიღო.

თავდაპირველად ფრანგი ფორვარდის ტრავმა სერიოზული არ ჩანდა, თუმცა სამედიცინო დასკვნებმა აჩვენა, რომ ტრავმა იმაზე უფრო რთული და სერიოზული იყო, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. 

ნკუნკუ, რომელიც ლონდონურ გრანდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლაიფციგიდან" შეუერთდა, პრესეზონში ჩელსის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომელმაც 3 გოლის გატანა შეძლო. 

ნკუნკუს ტრავმის შესახებ პირველი კომენტარი "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა - მაურისიო პოჩეტინომაც გააკეთა. 

 

"როგორც ჩანს სეზონს უკვე უიღბლოდ ვიწყებთ. მოედნის საფარის საშინელი მდგომარეობის მიუხედავად, ნკუნკუს ტრავმას მოედანს ვერ დავაბრალებ. ეს უბრალოდ ერთი რითი უიღბლო მომენტი იყო, რომელმაც სეზონის სტარზე უკვე მძიმე დარტყმა მოგვაყენა.

ნკუნკუ ძალიან მაგარ ფორმაში იყო, პრე-სეზონში 3 გოლის გატანაც შეძლო და იდეალურად ჩაჯდა გუნდის ფორმაციაში. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, ახლა მხოლოდ გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ..." - მაურისიო პოჩეტინო

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგა 11 აგვისტოს, მოქმედი ჩემპიონის, მანჩესტერ "სიტისა" და პრემიერ ლიგაში ახლად დაბრუნებული "ბარნლის" მატჩით გაიხსნება. 

"ჩელსი" თავის პირველ მატჩს 13 აგვისტოს, "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:30-ზე დაიწყება. 

სხვა სტატიები