Belive

მორიგი მძიმე ტრავმა - პოგბასთვის სეზონი დასრულებულია

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "იუვენტუსის" ნახევარმცველმა - პოლ პოგბამ, მორიგი მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას მინიმუმ სეზონის დარჩენილი პერიოდის გამოტოვება მოუწევს.

ეს ინფორმაცია ტურინულმა კლუბმა უკვე დაადასტურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პოგბამ, სერია A-ს 35-ე ტურში, "კრემონეზეს" წინააღმდეგ მატჩის 24-ე წუთზე ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი, მინიმუმ ამ სეზონის დარჩენილ პერიოდს გამოტოვებს.

აღშანიშნავია ის ფაქტი, რომ "კრემონეზეს" წინააღმდეგ პოგბამ 2022 წლის აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა ტურინული კლუბის ძირითად შემადგენლობაში.

30 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 161 წუთი ითამაშა, დანარჩენი პერიოდი კი ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას გადიოდა.

სხვა სტატიები