მორგანი: ,,გეთანხმებით, რომ ეს კამათს საბოლოოდ უსვამს წერტილს - რონალდუ ყველა დროის საუკეთესოა''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პირს მორგანმა, არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, სოციალურ ქსელში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად კვლავ კრიშტიანუ რონალდუ მოიხსენია:
,,დიახ, გეთანხმებით, რომ ეს კამათს საბოლოოდ უსვამს წერტილს... კრიშტიანუ ყველა დროის საუკეთესოა,'' - წერს მორგანი.
მორგანს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, კრიშტიანუ რონალდუსთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, რონალდუ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად არაერთხელ ჰყავს დასახელებული.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩში მესიმ დუბლი გაიფორმა.
Yes, I agree that settles the debate once and for all… @Cristiano is the 🐐 pic.twitter.com/LRomQ5ol5T
— Piers Morgan (@piersmorgan) December 18, 2022